ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ამერიკელი მოსამართლეებისა და ადვოკატების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრას აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი და საერთაშორისო თანამშრომლობის და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქეთევან ანდღულაძე ესწრებოდნენ.
დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ ადვოკატთა ასოციაციაში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, პრიორიტეტებს, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. სტუმრები დაინტერესდნენ ასოციაციის მოწყობის, განგრძობადი იურიდიული განათლების, საკვალიფიკაციო გამოცდების, კომიტეტებისა და კომისიების საქმიანობით.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სისტემის თავისებურებებს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლსა და ფუნქციებს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.